11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 12:11:07, 631 ნახვა

საზოგადოება
გენგეგმა: თბილისის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, თბილისის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა. 

გენგეგმის ფარგლებში, გეოსაშიშროებიდან გამომდინარე მოხდა დედაქალაქის დარაიონება კატეგორიების მიხედვით. 

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განისაზღვრა დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც, თავის მხრივ, გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი.

"მაღალი გეოსაშიშროების ტერიტორიაა, სადაც რელიეფი დახრილია და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით. ასეთია დედაქალაქის ტერიტორიის 20%. ბუნებრივი საფრთხის საშუალო კატეგორიაში, სადაც რელიეფი ნაკლებად დახრილია და სუსტადაა დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან, მიწისქვეშა წყლები შედარებით ახლოსაა ზედაპირთან, დატბორვებს იშვიათად აქვს ადგილი და სტიქიური პროცესები მასშტაბური ხასიათს არ ატარებენ, თბილისის ტერიტორიის 29% მოხვდა. დედაქალაქის ტერიტორიის 51% ბუნებრივი საფრთხის დაბალი საშიშროების კატეგორიაშია, სადაც რელიეფი ძირითადად სწორია, დანაწევრების ხარისხი უმნიშვნელო, ამგები გრუნტები გამოირჩევიან შედარებით მდგრადი მზიდი თვისებებით, მიწისქვეშა წყლები ძირითადად ღრმა ცირკულაციისაა, დატბორვებს ადგილი არა აქვს და სტიქიური პროცესები პრაქტიკულად არ ფიქსირდებიან", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული მასალები დედაქალაქის მერიის საიტზე - Tas.ge-ზეა ატვირთული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics