|
2018-07-04 11:14:22, 737 ნახვა
საზოგადოება
მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთები იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადაეცემათ
თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადასცემს, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, რადგანაც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ და შეცვლილი პირობებით გამოცხადდება. „გასულ კვირას ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ პროექტზე ადამიანებმა ინტერესი არ გამოხატეს. არის მოცემული სამი ლოკაცია - სადგურის მოედნის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები, რომლებიც ბაზრის კვლევის საფუძველზეა შერჩეული და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია მზადაა, კერძო სექტორთან და ბიზნესთან ერთად, მიმდინარე კვირაში ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ გამოაცხადოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ ამჯერად, ბიზნესის მხრიდან ინტერესის გამოხატვა მაღალი იქნება. „ჩვენ გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ინტერესი არ გამოიხატა. მათ კიდევ ერთხელ, დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ამასთან, გამოცხადებული გვქონდა, რომ მიწის ნაკვეთებს დაინტერესებულ პირებს 25-წლიანი იჯარით გადავცემდით, თუმცა ამას ვცვლით და ნაკვეთებს ერთ ლარად, საკუთრებაში გადავცემთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ჯამურად, სამივე ლოკაციის შემთხვევაში, 715 ავტომობილისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)