12:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 11:10:34, 831 ნახვა

საზოგადოება
გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ხვალიდან, პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც თბილისის მერმა  აღნიშნა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის პროექტის განხორციელება მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 

„გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. საუბარია დაახლოებით, 13 000 კვადრატულ მეტრზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, ის ყველაფერი შესრულდეს. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ, ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო მოედანი, საბავშვო სათამაშო მოედანი, სარწყავი სისტემა, საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება. 

„რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია გამწვანდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტი დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება და გლდანს ერთ-ერთი ულამაზესი პარკი ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics