|
2018-07-03 14:50:17, 567 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელიკურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სსე-ს სასწავლო ცენტრში ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. 22 კურსდამთავრებული სსე-ს სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება. დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხანზუმბურიძემ გადასცა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი სსე-ში დასაქმდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულკომპანიაში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2018 წლის შემოდგომაზე სტუდენტთა ახალ ნაკადს მიიღებს.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)