16:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 12:03:29, 716 ნახვა

კომენტარი
ხაბარელი - კომფორტული იქნებოდა, სპორტი ყოფილიყო ცალკე, მაგრამ არამგონია, რომ ამ სფეროს ყურადღება მოაკლდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განცხადებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროების შერწყმით, სპორტის სფეროს ყურადღება არ მოაკლდება.

როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მიერ აღებული მიმართულება სწორია. მანვე დასძნა, რომ სპორტი, განათლება და კულტურა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებად არის აღიარებული.

"ყველაზე კომფორტული იქნებოდა, რომ სპორტი ყოფილიყო ცალკე. მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აღებულია სწორი მიმართულება, რადგამ სპორტი და განათლება ფაქტობრივად თანხვედრაშია. აქედან გამომდინარე არამგონია, რომ სპორტის სფერო დაიჩაგროს და მას ფინანსები არ შეუმცირდება. პირიქით, პრემიერ-მინისტრმაც დაანონსა, რომ კულტურა, სპორტი და განათება უნდა იყოს პრიორიტეტი და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სპორტი ისარგებლებს და იხეირებს", - განაცხადა დეპუტატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics