|
2018-07-03 11:30:52, 545 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საველე პირობებში გამართული შეხვედრის მიზანი ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირება იყო. როგორც ლევან დავითაშვილმა განცხადა, საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტყის ეროვნული ინვენტარიზაციაა და აღნიშნულ პროცესში საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)