12:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 11:01:43, 628 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძემ ღამე შსს-სთან გაათენა - დღეს უწყებასთან აქცია გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ამ დრომდე რჩება.

სარალიძემ უწყების შენობასთან ღამე გაათენა. მისი განცხადებით, ის ტერიტორიას იქამდე არ დატოვებს, სანამ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე, მ.კ.-ს არ დააკავებენ.

ამასთან, დღეს საღამოს 19:00 საათზე შსს-სთან, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, აქცია მის მიერ ორგანიზებული არ არის, თუმცა ის ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ დღეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

„დღეს ჩვენ ვეძახით ადამიანებს, რა სქესის იქნებიან, რა პროფესიის ამას არ ვკითხულობთ ვეპატიჟებით ყველას, ვისაც აქვს სოლიდარობა ზაზას მიმართ“-აცხადევს ზვიად კუპრავა. 
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ ღამე ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში გაატარა. სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics