|
2018-07-02 18:01:11, 507 ნახვა
საზოგადოება
მობილური ექსტენციის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერები კონსულტაციებს იღებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის სოფლებში ფერმერებს სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს. ფერმერებს ინფორმაცია მიეწოდათ მცენარეთა დაცვის, კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის მიმართულებებით. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების მეურნეობები დაათვალიერეს და დაინტერესებულ პირებს დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფოს პროგრამები გააცნეს. პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)