|
2018-07-01 12:05:23, 638 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო დიპლომატთა პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო დიპლომატთა პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმის, კერძოდ, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შეხვედრის მონაწილეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ კუთხით სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და მისი შექმნის კონცეფციას გაეცნენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)