16:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 17:57:05, 1079 ნახვა

კომენტარი
კეკელიძე: ქართველი მესაზღვრეებისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია - მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასაზღვრო პოლიციის უფროსის თემურ კეკალიძის განცხადებით, რუსი მხარის მიერ დაკავებული ორი ქართველი მესაზღვრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც კეკელიძემ აღნიშნა, რუსული მხარის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა საზღვრის კვეთის დარღვევას.

მისივე ინფორმაციით, საქართველო-დაღესტნის მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრეები საზღვრის ხაზთან რუსმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და თავიანთ საგუშაგოზე გადაიყვანეს.

"27 ივნისს მოხდა მათი გასვლა განწესში საგუშაგოს გახსნის მიზნით საქართველო-დაღესტნის მონაკვეთზე. განწესის გზა გარკვეულ ადგილებში გადის საზღვართან, სადაც მოხდა მათი გაჩერება რუსი მესაზღვრეების მიერ და გადაიყვანეს თავიანთ საგუშაგოზე. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ისინი გარკვეულ სიღრმეში შევიდნენ. ჩვენი მიზანი იყო მათი სწრაფად და უსაფრთხოდ დაბრუნება და სხვა დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. ჩვენი ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა ორი მესაზღვრე. მათი მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია. თავად მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათთვის არ მიუყენებიათ დაზიანება ან შეურაცხყოფა. ისინი ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სამსახურს“, - აღნიშნა თემურ კეკელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics