14:03 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 15:06:44, 495 ნახვა

საზოგადოება
ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო 480 გრძივი მეტრი ბორდიური და 1320 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

შესრულებულ სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი  დაიხარჯა.

„ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, იგება გზები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ სამომავლო პროექტებს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საგზაო სამუშაოები კომპანია „ბი ემ სიმ“ განახორციელა. ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ასფალტის საფარი დაიგო და ქვაფენილი მოეწყო 16  ქუჩაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics