|
2018-06-28 17:57:52, 970 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველო შეიძლება გახდეს შუალედური რგოლი ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადამუშავებისა და წარმოების თვალსაზრისით
„უაღრესად მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება „ერთი გზა, ერთი სარტყლის" ქვეყნებს შორის შეუფერხებელი ვაჭრობის ხელშეწყობა, ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება და საქმიანი გარემოს შექმნა", - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჩინეთში, ჰონგ-კონგში მიმდინარე სამიტზე „ერთი გზა, ერთი სარტყელი" გააკეთა - სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის. გენადი არველაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის „ერთი გზა, ერთი სარტყლის" (აბრეშუმის გზა) განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. „შესაბამისად, ვაჭრობის ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თავისუფალი ვაჭრობის რეგიონალურ და ორმხრივ ხელშეკრულებებს, ვიანიდან ასეთი ხელშეკრულებები მყარ საფუძველს ქმნიან სავაჭრო ბარიერების მოხსნისა და შიდა რეგიონული ვაჭრობის გაძლიერებისათვის. ამ კუთხით სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას საქართველოსა და ჰონგ-კონგ, ჩინეთს შორის და ვიმედოვნებთ, რომ იგი ძალაში უკვე ამ წლის ბოლოდან შევა", - აღნიშნა გენადი არველაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო-ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არამხოლოდ ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს გააღრმავებს, არამედ მთელს რეგიონს მოუტანს სარგებელს, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იმ ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან აქვს უკვე გაფორმებული. გენადი არველაძის განცხადებით, ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან. „არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან. ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველო შეიძლება გახდეს შუალედური რგოლი ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადამუშავებისა და წარმოების თვალსაზრისით", - აღნიშნა გენადი არველაძემ.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)