|
2018-06-28 14:25:58, 638 ნახვა
საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში ცვლილება წლის ბოლომდე ამოქმედდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. „პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტების გამო. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, მართვის უფლების მოპოვების მსურველი მოქალაქე, თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე ჩააბარებს და პოტენციური მძღოლი მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)