10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 09:31:21, 352 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე: კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს

„სააკაშვილმა კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა,  მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიევში არცერთი რეფორმა არ განხორციელებულა.

„უკრაინას  სჭირდება გულწრფელი, აქტიური და უანგარო მხარდაჭერა. ეს არის დაინტერესებული დახმარება, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნას აფასებს, როგორც პოზიტივს, მხოლოდ საკუთარი ეგოისტური გადასახედიდან, რომ მისთვის ეს არის კომფორტი; რომ აღარ მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა; რომ მას შეუძლია ორი წელი მშვიდად იყოს. მაგრამ ის მშვიდად არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ დიდია უკრაინელ ხალხში იმედგაცრუება“,აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა, რომ  სააკაშვილმა უბრალოდ ვერ ივარგა კიევში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics