23:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:45:08, 1095 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს ალიანსის წევრი 29 ქვეყანა და რუსეთს ჩარევის უფლება არ აქვს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

როგორც სტოლტენბერგმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, ნატოში ახალი წევრების მიღების საკითხს ალიანსი თავად გადაწყვეტს და რუსეთს ამაზე გავლენა ვერ ექნება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების კუთხით, ვთანამშრომლობთ უკრაინასთან. ნატოში ამ ქვეყნების გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს ალიანსის წევრი 29 ქვეყანა და არავის აქვს ამ პროცესში ჩარევის უფლება. რუსეთი იყენებს შეიარაღებულ ძალებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოსა და უკრაინაში. რუსეთს ჯარები ჰყავს მოლდოვაშიც. მიუღებელია, რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, როგორ იმოქმედონ მეზობელმა ქვეყნებმა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics