15:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 11:49:30, 638 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების - პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვქონდა საინტერესო შეხვედრა კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან.  ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ისინი არიან საქართველოს დიდი მეგობრები და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ, წარმატებით დაგვირგვინდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics