|
2018-06-26 14:50:10, 801 ნახვა
კომენტარი
სუბარი - არცერთი ფუნქცია, რომელსაც გაუქმებული სამინისტროები ასრულებდნენ, არ დაიკარგება
„მთავარი არის ის, რომ არცერთი ფუნქცია, არც ერთი საქმე, რომელსაც ასრულებდნენ გაუქმებული სამინისტროები, არ დაიკარგება“, - ასე აფასებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს. სუბარმა მისი უწყების გაუქმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე მთავრობის პირობებში ფუნქციების განხორციელება უფრო ეფექტურად მოხდება. სტრუქტურული ცვლილებების მიზანი არის მცირე და უფრო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება. მთავარი არის ის, რომ არც ერთი ფუნქცია, არც ერთი საქმე, რომელსაც ასრულებდნენ გაუქმებული სამინისტროები, არ დაიკარგება, პირიქით, უფრო ეფექტურად მოხდება მათი განხორციელება. როდესაც ვლაპარაკობთ დევნილთა სამინისტროზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველა ის ფუნქცია, რომელიც ამ სამინისტროშია, არ დაკარგულიყო და არ დაკარგულიყო სახელი, იმიტომ რომ ამ სახელთან ძალიან ბევრი რამ არის დაკავშირებული, კონკრეტულად იმ ვითარების ხაზგასმა, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა. შესაბამისად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქნება ასახული ის ფუნქცია, რომელიც დევნილთა სოციალურ დახმარებებს ეხება. დევნილთა სოციალური დახმარების ძირითადი ნაწილი აქამდეც ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში ხორციელდება. ის 143 მილიონი ლარი, რომელსაც დევნილები ყოველთვიური დახმარების სახით იღებდნენ, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროდან გადიოდა და ბუნებრივია, რომ ეს კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა ბინების განაწილების ფუნქციის ჩათვლით. მშენებლობა გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რადგან დევნილთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ბუნებრივია, ეს კომპონენტი უნდა წასულიყო იქ სადაც, უფრო მეტად ადეკვატური იქნებოდა. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, ეს არის საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისთვის სტატუსის მინიჭიება. მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში ეს არის შინაგან საქმეთა ან იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე. ჩვენს შემთხვევაში ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ ეს კომპონენტი გადასულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებში. მიგრაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ ფუნქციებს დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდა და სრულიად ხელოვნურად იყო გაყოფილი ეს კომპონენტი ორ უწყებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც სამთავრობო ცვლილებებში საუბარი არ ყოფილა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაა. „სამთავრობო ცვლილებებში ამაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ბევრი იმ ადამიანისთვის, ვისაც შვილები თუ მშობლები აკლიათ და ეძებენ დღემდე. ეს კომპონენტი გადავა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)