12:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 18:08:32, 963 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციები არ დაწესდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან თანადგომა ექნებათ. ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე, ფესტივალის გაკეთება გვინდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ქუჩის მუსიკოსებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიოს. 

„აქამდე ამ თემაზე არასდროს მისაუბრია - ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი „ბანი“ წლების წინ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმ პერიოდში მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ამ ბიჭების სიმღერა მოვისმინე. იმდენად მომეწონა, რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის დროს, ამ ახალგაზრდებს შევხვდი. ყველანაირად დავეხმარე, ფინანსურად და ინსტრუმენტების შეძენით. ისინი წარმატებულები გახდნენ. დღეს  ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ქუჩის მუსიკოსებს ჩვენგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ და ზოგადად ეს მიმართულება გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics