|
2018-06-20 18:10:57, 1179 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია: ნარკოტიკებთან ბრძოლა „ბასიანით“ არ დაწყებულა და არც დამთავრდება
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საკითხი ეხება ნარკოტიკებს“, - ასე უპასუხა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვას, რომელიც 12 მაისს ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებს ეხებოდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს მდგომარეობით უწყებისთვის ნარკოტიკებთან ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ,,სამწუხაროდ ქალბატონმა ელენემ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი დასაბუთება ამ ღონისძიების ჩასატარებლად, მე სპეციალურად ვიყავი აქ პარლამენტში და ვეცადე ამეხსნა, როგორც ჩანს ბოლომდე ვერ ავხსენი, მაგრამ ავხსნი ამას ყველაფერს აუცილებლად, რამდენიც საჭირო არ უნდა იყოს, რამეთუ ვთვლით, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღეის მდგომარეობით და ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა არც ბასიანით და არც დამთავრდება ბასიანით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საკითხი ეხება ნარკოტიკებს, და ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური. თუმცა , რა თქმა უნდა ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად, განსაკუთრებით ახალი ნარკოტიკების გაჩენის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ აპრილში აკრძალული ნარკოტიკების ახალ სიაში მეფედრონი შეიყვანა პარლამენტმა და დღეს უკვე ეს არის დასჯადი ქიმიური შემადგენლობა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ბევრს, არ გავალ ეხლა კონკრეტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში, მაგალითად ამოღებულია 13 კგ ჰეროინი და. ა.შ. ვთვლი, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა იყოს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი, არამედ ყველა ჩვენთაგანის პრიორიტეტი, როგორც საკანონმდებლო ასე ოპერატიულ დონეზე. ჩვენ მზად ვართ ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება და იმედი გვაქვს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში, ისევე როგორც ქურდული სამყაროს მიმართულებით მოხდა, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)