10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 12:56:57, 501 ნახვა

პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მის გავლენას შეასუსტებს

„მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მის გავლენას შეასუსტებს“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ახალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის პარტიის ცხოვრებაში სააკაშვილის როლის შესუსტება დადებითი პროცესების მომტანი იქნება.

„მიხეილ სააკაშვილი წავიდა უკრაინაში, იქ ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და ამაში ცუდი არაფერია. ფორმალურად თუ არაფორმალურად ის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში მონაწილეობას იღებდა. ეს ახლაც გაგრძელდება, მაგრამ ალბათ ნაკლები ინტენსივობით, რადგან სააკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ  უფრო მეტი საქმე ექნება.

რაც დრო გავა, მიხეილ საკაშვილის გავლენა თავის პარტიაზე უფრო შესუსტდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლოკომოტივად იგი ამ დრომდე რჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ კოლექტიური იმიჯი გაიმყაროს. ამ თვალსაზრისით, კარგიც არის, რომ სუსტდება ერთი კაცის ფაქტორი, იმიტომ რომ ქვეყანა მიდის საპარლამენტო დემოკრატიისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა ეჩვევა კოლექტიური პასუხისმგებლობის ფაქტორს და არ აფასებს მხოლოდ ერთი კაცის საქმიანობას“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სახე სააკაშვილისგან დამოუკიდებლად უნდა იპოვნოს.

„ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჯობია, რომ სააკაშვილი ნაკლებად აქტიური იყოს, რადგან ის ფარავს ყველას სხვას. ის შესაძლოა დადებით ფაქტორს თამაშობდეს თავისი პარტიის გაძლიერების თვალსაზრისით, თუმცა ნეგატიური ფაქტორიც არის, როდესაც სააკაშვილი ისეთ რამეზე საუბრობს, რაც აღიზიანებს მოსახლეობის დიდ ნაწილს. რისკის ფაქტორი არის ძალიან მაღალი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი კვლავ აქტიურად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან მისმა განცხადებებმა შეიძლება ძალიან დაუწიოს პარტიას რეიტინგი. თანაც ის არ იმყოფება საქართველოში. ამ ვითარებაში კი არასდროს ხდება ადექვატურად რეალობის აღქმა, აღქმა ხდება ან ვირტუალური სივრციდან ან ნაცნობების მონაყოლით. ადამიანი როდესაც ცხოვრობს სხვაგან, ბევრს ფიქრობს სხვა ქვეყანაზე, სხვა პროცესებზე, შეუძლებელია, რომ მისი რეალობის აღქმა იყოს აბსოლიტურად ზუსტი. ამავე დროს მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულ ლიდერად ჩვენება, თავისთავად მას აყენებს ყურადღების ცენტრში და თუ მას არ აქვს სიტუაციის რეალური აღქმა, შეიძლება ეს რისკის მომტანი იყოს საკუთარი პარტიისთვის. ჯობია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  საკუთარი სახე სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იპოვნოს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics