|
2018-06-16 14:59:12, 1576 ნახვა
ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე 200 მილიონი ლარი გვაქვს დაბრუნებული
„დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური სტიმულია ბიზნეს სექტორისთვის“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა ნაერთ ბიუჯეტში დაფიქსირებული საგადასახადო შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, 15 ივნისს, იყო საგადასახადო შემოსავლების სავადო თარიღი და ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 232.6 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში ბიუჯეტში შემოსულ თანხებს შორის. ზოგადად, ივნისის თვეზეც გავამახვილებ ყურადღებას, რადგან გვაქვს ძალიან პოზიტიური ტრენდი საგადასახადო შემოსავლების კუთხით. ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს 608 მლნ ლარი, რაც პრაქტიკულად 25%-იან ზრდას აჩვენებს ამ ეტაპისთვის. ივნისში ველოდებით საგადასახადო შემოსავლებს მილიარდი ლარის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს იმ პოზიტიურ მაჩვენებელბს, რაც გვქონდა 5 თვის მდგომარეობით. მოგეხსენებათ, 5 თვის მდგომარეობით, გვქონდა 130 მლნ ლარზე მეტი გადაჭარბება. გარდა ამისა, ჩვენ 195 მლნ ლარი გვქონდა მიმართული დაბრუნების ქვეანგარიშზე დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში“, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა მისივე თქმით, საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის და იმ რეფორმების პაკეტის შედეგი, რაც ბოლო პერიოდში იქნა განხორციელებული. „ვგულისხმობ როგორც საგადასახადო, ისე ხარჯვით პოლიტიკას და ზოგადად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების სახით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)