19:36 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 18:46:20, 954 ნახვა

ეკონომიკა
მაისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13%-ით გაიზარდა

2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მილიონი აშშ დოლარი (320.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, 2018 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.6 მლნ აშშ დოლარი (48.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მლნ აშშ დოლარისა (44.1 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics