05:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 14:14:46, 436 ნახვა

საზოგადოება
იპოთეკის თანხის დაფარვის მოთხოვნით დევნილთა სამინისტროში 409 განაცხადი შევიდა

იპოთეკის თანხის დაფარვის მოთხოვნით დევნილთა სამინისტროში 409 განცხადება შევიდა. 

ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული უწყება,მის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში დაახკოებით ორი კვირის შემდეგ იმ ოჯახების მონიტორინგს დაიწყებს, რომლებმაც იპოთეკით ბინები გასული წლის 31 დეკემბრამდე შეიძინეს.

"წელს აბსოლუტურად ახალი თემა გავხსენით, ეს არის იმ დევილეისთვის, რომლებმაც იპოთეკით შეიძინეს ბინა გასული წლის 31 დეკემბრამდე. მათ სამინისტრო უფარავს ზოგჯერ მთლიან თანხას, ზოგჯერ ნაწილს თუ სესხი დიდია. 
მაქსიმუმი ჯამი არის 20 000 ლარი, 409 განაცხადი შემოვიდა, ამ ეტაპზე მიდის განაცხადების დამუშავება, პროცესი დაახლოებით ორ კვირაში მორჩება, დაიწყება ოჯახების მონიტორინგი. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი, ვნახოთ როგორ იმუშავებს პროგრამა. თუ ის წარმატებულდ იმუშავებს, შეიძლება გაგრძელებაზეც ვიმუშავოთ, აქაც იქნება გარკვეული კრიტერიუმები. შეიძკება ადამიანი არის მილიოერი და შემოიტანა განაცხადი, ბუნებრივია ის არ დაკმაყოფილდება. სოციალური კრიტერიუმებით შეირჩევიან ის ოჯახები, რომლებსაც უჭირთ ამ თანხის გადახდა. თუ სახელმწიფკ ამ ადამიანებს არ დაეხმარა, ხვალ შეიძლება სოციაურად დაუცველთა რიგებში აღმოჩნდენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მდგომარეობაში... ლარის დევალვაციის გამო შეიძლება გარკვეული კრიზისის წინაშე დადგა და ვფიქრობ ეს პროგრამა წარმატებით იმუშავებს"-აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics