01:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 21:27:38, 1144 ნახვა

სამართალი
სარალიძე: კვირიკაშვილის გადადგომა არ მომითხოვია, მე მოვითხოვე გახარიას და წულუკიანის გადადგომა

„მე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მომითხოვია. მე მოვითხოვე გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაში არიან ამ საქმესთან“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრემიერის გადადგომასთან დაკავშრებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, როდესაც კვირიკაშვილს შეხვდა, დარწმუნდა, რომ მან საქმის შესახებ არ იცოდა და არაფერს მალავდა.

„რაც შეეხება ბატონ გიორგი კვირიკაშილს, მე როდესაც შევხვდი, კი მართალია, ერთი მომენტი მოვითხოვე კვირიკაშვილის და მთავრობის გადადგომა, მაგრამ როდესაც კვირიკაშვილს შევხვდი მე ვერ დავინახე ის, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ რამე და დამალა. ვინც დამალა, ვითხოვ კონკრეტულად იმ პიროვნების გადადგომას. რატომ იკავებენ ჯერჯერობით თავს ძალიან მიკვირს“, - განაცხადა სარალიძემ.

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას, კვირიკაშილის გადადგომის შემდეგ, ვინ რჩება მთავრობაში, ვისი იმედიც მას აქვს, სარალიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც საქმეზე ხშირი კონტაქტი აქვს სახალხო დამცველია.

„ერთადერთი ადამიანი ამ წუთში ქალბატონი ნინო ლომჯარიაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთობლივად ვაკონტროლებთ ამ გამოძიების პროცესს. ამ ეტაპზე არც ერთ საგამოძიებო უწყებაში წინ გადადგმულ რადიკალურ ნაბიჯს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics