20:51 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 14:50:45, 665 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერია უკიდურესად გაჭირვებულ 9 ოჯახს სახლს შეუსყიდის

ამ წუთებში შუახევის მერიაში „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო.

შუახევიის მერიის ინფორამციით, კომისიის მიერ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახები ადგილზე მისვლით შესწავლილი იქნა, რაზედაც გადაღებულია ფოტომასალები და შედგენილია აქტები.

წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კომისიის მიერ განხილული იქნება აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩევა თითო ოჯახი.

„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფარგლებში 9 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესყიდვას.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics