|
2018-06-13 11:33:02, 978 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზა“ და „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
„საქართველოს რკინიგზა“ და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ,,ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს“, - აცხადებს დოლი. ,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ, ,,დოიჩე ბანთან“ ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის“, - განმარტავს დავით ფერაძე. საქართველოს რკინიგზამ ,,დოიჩე ბანის“ სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა. პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. ,,დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს ,,დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია ,,დიბი შენკერი’’ განახორციელებს. პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით. საქართველოს რკინიგზისა და ,,დოიჩე ბანის’’ პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.
(R)
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)