08:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 14:59:59, 689 ნახვა

კომენტარი
ბექა ნაცვლიშვილი: ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არა

„ჯერ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა. ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არა“, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  გამოძიებამ რაიმე სახის გადაცდომა თუ გამოავლინა, პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

„მუშაობს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია. მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქედან გამომდინარე თუ გამოვლინდება რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მაგრამ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა ნაადრევია იმაზე საუბარი ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არ უნდა დატოვოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics