07:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 14:52:52, 692 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მისი თქმით, ამ თემაზე მსჯელობა სამთავრობო გუნდში კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, შესაბამისად, თუკი რამე კონსულტაცია და მსჯელობა გვექნება, შეიძლება შემდგომ ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics