|
2018-06-12 14:09:20, 1792 ნახვა
სხვადასხვა
ინგოროყვას კლინიკის ექიმი რომელმაც პაციენტს პლიტიკური ნიშნით დახმარებაზე უარი უთხრა სამსაურიდან გაათავისუფლეს
ინგოროყვას კლინიკის ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი რომელმაც პაციენტს პლიტიკური ნიშნით დახმარებაზე უარი უთხრა სამსაურიდან გაათავისუფლეს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი, ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. "გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან. მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა." -ნათქვამია კლინიკის გვრცელებულ განცხადებაში. ნინო კვირაიშვილმა გუშინ, 11 ივნისს ფეისბუქზე დაწერა, რომ პარლამენტთან აქციაზე დაშავდა. მისი მტკიცებით, ინგოროყვას კლინიკაში მას ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა ნაციონალური მოძრაობისწევრობის გამო დახმარება არ აღმოუჩინა: "ექიმი მამაგეიშვილი პასუხად ჩემს ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე მპასუხობს, რომ "მეტის ღირსი ვარ".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)