19:06 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 18:17:05, 2226 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ გაბუნია: საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდება

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ივნისის ბოლოს, ჰონგ კონგში დაგეგმილ Belt and Road-ის სამიტის ფარგლებში  მოეწერება ხელი.

ამ შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები  2016 წლის სექტემბერში დაიწყო  და ორ რაუნდში დასრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მარიამ გაბუნიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს თავისუფალი ვაჭრობის პირობებს  და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 მისი თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ მოსალოდნელია სავაჭრო ბრუნვის ზრდა მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ამავე მიმართულებით სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ინდოეთთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით ხდის დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics