04:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 15:47:33, 1393 ნახვა

კომენტარი
51-ე სკოლის დირექტორი: არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო სარალიძე იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს

51- ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოზარდი არავის ჩაგრავდა. 

როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, დავით სარალიძის გამო სკოლაში პრობლემა არასდროს ყოფილა. 

„მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დათოს ამ საქციელზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ძალიან ვწუხვარ, რომ უფროსების არასწორ ინფორმაციაზე, აი, ასეთ განცხადებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ. დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ის იყო კეთილი, რეპავდახოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. იყო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, მასთან არასოდეს ყოფილა ასეთი პრობლემა. ვერ გეტყვით, რას ემსახურება ეს სიცრუე. ეს არასწორი განცხადებაა, რაც ცუდად გაჟღერდა. სკოლაში ვერც ვიფიქრებდით, რომ მსგავსი ტიპის განცხადებაზე მოგვიწევდა კომენტარის გაკეთება. მას უყვარდა სიცოცხლე, ყველა ღონისიძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა მანანა თურქაძემ. 

ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

ცნობისთვის, მანამდე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართა და მის შვილთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთებას მოითხოვა. როგორც მან განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics