04:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 15:03:13, 1170 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია: ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ საგამოძიებო კომისიაში არ დარჩება, რადგან ვიმყოფებით აბსურდის თეატრში

ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ განაცხადა.

მარშანიამ კომისიის შემადგენლობა გააპროტესტა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

„იმის მაგივრად, რომ შეეფასებინათ ზნეობრივად, პოლიტიკურად და სამართლებრივად 9- წლიანი რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა, რომელსაც დღემდე ახორციელებს. ამ კომისიის შექმნა არის ამ პიკი, ამ უმსგავსო და დანაშაულებრივი პოლიტიკის. ამის მერე საკვირველია, თოვლის გუნდასავით, დაიწყო პრობლემების დაგროვება და  უზნეობას დაემატა უზნეობა, უსამართლობას ემატება ლამის ყოველ დღე ძალიან ძლიერი უსამართლობა. და ცინიზმს და თავხედობას, მე უკვე ვხედავ რომ პარლამენტში აღარ აქვს. საზღვრები გარღვეულია“,- განაცხადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომისია ორ პირობას შეასრულებს.

მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა გაფართოვდეს განსახილველ საკითხთა წრე და არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გარდა, სხვა ცნობილი დანაშაულებიც უნდა გამოიძიონ.  

„გაფართოვდეს საკითხთა წრე და კომისიამ ამ უმძიმესი დანაშაულის გარდა, გამოიძიოს ხსენებული რეჟიმის სხვა ცნობილი დანაშაულები, ან თუ წესდება ამის საშუალებას გვაძლევს, პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია, იმიტომ რომ მე აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს. კომისია დაკომპლექტდება რეჟიმის წარმომადგენლებით, მათ ისაუბრონ თავიანთი მმართველობის დანაშაულებზე, ობიექტურად გამოიძიონ ქმედებები და ობიექტური განაჩენი გამოუტანონ თავიანთ თავს. ველოდები კომისიას, პასუხი მითხრან ან დღეს, ან ამ დღეებში“,- განაცხადა ადა მარშანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics