04:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 11:57:44, 1248 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიისის ხელმძღვანელს, სერგი კაპანაძეს ხვდება.

შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

როგორც სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის უნდობლობას უცხადებს კომისიის ერთ-ერთ წევრს, ეკა ბესელიას და მის აცილებას მოითხოვს.

„ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების, ამ ადამიანს მე არ ვენდობი. დავაყენებ მისი კომისიიდან აცილების საკითხს“, - განაცხადა სარალიძემ.

რაც შეეხება ზოგადად კომისიის მიმართ ნდობის საკითხს, სარალიძე აცხადებს, რომ იმედი აქვს, იმ პირების გამოააშკარავებენ, ვინც „საქმე შეკერა“.

„აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომელიც გამაჩნია, დეტალურად მივაწოდებ კომისიას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ პირებს გამოააშკარავებენ, ვინც შეკერა ეს ამბავი. კომისიას ვენდობი იმ ნაწილში, რომ გამოაშ ვინ გააყალბა და შეთითხნა ეს საქმე“, - აღნიშნა სარალიძემ.

ცნობისთვის, კომისია პირველ სხდომას დღეს გამართავს. სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში 13:00 საათზეა ჩანიშნული









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics