|
2018-06-07 16:00:50, 1128 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდა პოზიტიურად აისახა დასაქმებაზე
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, პირველ რიგში, პოზიტიურად დასაქმებაზე აისახა. მისი თქმით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა. „მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც - 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8.0%-ით არის გაზრდილი და 1106.4 ლარს შეადგენს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში. „ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 57.8%,), დამამუშავებელი მრეწველობის (16.7%,) და მშენებლობის (14.8%) სექტორებმა შეიტანეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც - ამ მიმართულებით აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 18.0%), მშენებლობა (ზრდა 18.0%), ვაჭრობა (ზრდა 8.2%) და ენერგეტიკა (ზრდა 34.8%). აქვე აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების (ზრდა 39.1%), ასევე სასტუმროებისა რესტორნების სექტორებში (ზრდა 25.8%). ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 5.1%), მშენებლობის (ზრდა 7.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.7%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.4%) სექტორები.
(NS)
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)