14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 11:41:56, 2231 ნახვა

მსოფლიო
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა (ვიდეო)

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, კიდევ 200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამოფრქვევის შედეგად ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები ვულკანური გაზებით, ფერფლითა და კლდოვანი მასალით განადგურდა.

ვულკანი კვირას, 3 ივნისს გააქტიურდა. სტიქიის ზონიდან სამი ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ვულკანს თან ერთვოდა ძლიერი, გადაუღებელი წვიმა, რის გამოც რამდენიმე მდინარე ადიდდა და გარკვეული დასახლებების დატბორვა გამოიწვია.

ვულკანის ამოფრქვევა მოულოდნელი იყო ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურისთვის და შესაბამისად, შესაძლო სტიქიური უბედურების შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობდა.

ვულკანი ფუეგო გვატემალის დასავლეთ ნაწილში, ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჯამში, ბუნებრივმა კატასტროფამ 1,7 მილიონი ადამიანი დააზარალა. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics