|
2018-06-06 11:08:37, 1073 ნახვა
ეკონომიკა
IDFI – 2013-2017 წლებში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 595 მილიონ ლარზე მეტი გაიცა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც 2013-2017 წლებს მოიცავს. IDFI-ის ცნობით, კვლევამ სარეზერვო ფონდის ხარჯების შემდეგი ტენდენციები გამოავლინა: 2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს - 172 მლნ ლარზე მეტი; წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე; თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად - 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება - 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26%).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)