|
2018-06-05 19:42:14, 1385 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა
პირველ ივნისს სირიის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადაეცა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან. „2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ შეწყვიტა „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე“ 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა 2018 წლის პირველ ივნისს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაეცა სირიის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცნობა ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)