18:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 18:36:09, 1399 ნახვა

ეკონომიკა
მერსი ტემბონი დადებითად საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმის - EuroDIG 2018-ის ჩატარებას აფასებს

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა,  მერსი ტემბონმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

იგი დადებითად აფასებს საქართველოში ამ რანგის ინტერნეტფორუმის ჩატარებას და აღნიშნავს, რომ EuroDIG-ი განიხილავს ბევრ თემას, რომელიც პირდაპირ შეესაბამება მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობას საქართველოში.

„ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა 2018-2022 წლებში მსოფლიო ბანკის ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩარჩო და ჩვენ ვადასტურებთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, შეინარჩუნოს ზრდა და გაზარდოს პროდუქტიულობა ინკლუზიური და მდგრადი გზით. ასევე, ადამიანებში წაახალისებს ინვესტირების პროცესს“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მერსი ტემბონის განცხადებით, ეს ფორუმი საქართველოს დაეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება გაციფრულების ეპოქაში. ამასთან, მისივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი  სახელმწიფო და კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით ხელი უწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics