19:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 16:15:06, 1408 ნახვა

პოლიტიკა
„მომავალი მთავარი პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან“ - „გირჩი“ NGO-ების მოთხოვნას უერთდება

პოლიტიკური პარტია "გირჩი" უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, დატოვოს თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ "გირჩის" განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში არსებული მდგომარეობა თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა.

"სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად სწორედ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა და არცერთი თავმოყვარე ორგანიზაცია მასთან კონსულტაციებზე არ უნდა დაჯდეს. თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც, მისი არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო დღევანდელ იუსტიციის მინისტრს. ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან", რომელიც დადებს პროკურატურის დეცენტრალიზაციის გასაგებ და რეალისტურ გეგმას - რომ პროკურატურა აღარ იყოს სადამსჯელო მექანიზმი ყველა ხელისუფლების ხელში. სხვა შემთხვევაში, წავალთ შემდეგ წრეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმას თავი ვერ გაართვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics