|
2018-06-05 13:55:16, 1313 ნახვა
ეკონომიკა
„ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, როგორიცაა EuroDIG 2018, საქართველოსთვის შესაძლებლობაა, იყოს ლიდერთა შორის“
ICANN-ის (ნომრებისა და სახელების მინიჭების ასოციაცია) წარმომადგენელი საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას ურჩევს. ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის - „EuroDIG 2018“ ფორუმის მონაწილე ანდრეა ბიკალის განცხადებით, სწორედ მასშტაბურ ღონისძიებებზე განისაზღვრება ინტერნეტის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები. „საქართველოს ყველა სექტორს - მთავრობას, კერძო სექტორს, მომხმარებლებს, სასერვერო საზოგადოებებს, შეგვიძლია ვურჩიოთ ამგვარ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის მიღება. საქმე მხოლოდ ინტერნეტის განვითარებაში მონაწილეობას არ ეხება, ვინაიდან თუ საკუთარი წვლილის შეტანა არ შეგიძლია, უნდა გამოიყენო შესაძლებლობა და ისარგებლო სხვისი მიღწევებით ამ სფეროში“, - განაცხადა ბიკალიმ. მისი აზრით, ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, როგორიცაა EuroDIG 2018, საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომ იყოს ლიდერთა შორის, ინტერნეტის განვითარების პროცესის მონაწილე, განავითაროს საკუთარი ინოვაციები, და ამასთან, დიალოგის სხვა მონაწილეებს შესთავაზოს იმის ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული ინტერნეტში მომხმარებლების უფლებების დაცვა და ინტერესები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)