|
2018-06-05 11:13:34, 1274 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა მხედველობადაქვეთებული ადამიანებისთვის ინტერნეტით სარგებლობის გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა
„საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ინტერნეტის რიგითი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს, თუმცა კვლავ პრობლემატურია ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მხედველობის არმქონე და სუსტი მხედველობის მქონე დაახლოებით 25 000 ადამიანი ცხოვრობს, მათი კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ თბილისში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი დააარსა. „საზოგადოების ამ ნაწილისთვის შეზღუდულია როგორც ინტერნეტით, ისე სპეციალიზებული ტექნიკით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წელს ჩვენ დავაარსეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი, რომელიც თბილისში მცხოვრებ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ემსახურება. ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეცათ ინტერნეტ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)