|
2018-06-05 08:24:23, 1925 ნახვა
სხვადასხვა
ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკის საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა. პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა. ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ტოჩინოშინს აეროპორტში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველმა სუმოისტმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, ხოლო მაისში გამართული ტურნირის შემდეგ პროფესიონალური სუმოს რანგით მეორე - ოძეკის ტიტული მოიპოვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)