|
2018-06-03 11:11:01, 1656 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც იხილება, როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ინტერნეტ-მმართველობაში
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EuroDIG 2018 - ის ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018 - ს ღონისძიებას დაესწრო. მისი თქმით, EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც იხილება, როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ინტერნეტ-მმართველობაში. „საქართველო მასპინძლობს EuroDIG – ს, ევროპულ დიალოგს ინტერნეტ-მმართველობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვანი ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტარდება. EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილება იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია მმართველობაში, მათ შორის, ინტერნეტ-მმართველობაში, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია. ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები" და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს" (IGF). EuroDIG- ი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)