|
2018-06-03 11:04:52, 1694 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ YouthDIG 2018 - ის მონაწილეები ქართველ ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებენ
„დღეს ჩვენ ტექნოპარკში ვმასპინძლობთ ახალგაზრდებს ევროპის 20 ქვეყნიდან. სწორედ მათ უნდა მიიღონ მომავალში გადაწყვეტილებები, თუ როგორ გამოიყენონ ეს მონაცემები, რომელთაც სახელმწიფო აგროვებს და შექმნან დამატებითი აპლიკაციები და სერვისები, რომელთაც შემდგომში მოსახლეობას მიაწვდიან“, -ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. პრემიერი ფორუმ „ევროპული დიალოგი ინტერნეტ-მმართველობისთვის" (EuroDIG 2018) ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018 -ს დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ისინი მთელი დღის განმავლობაში განიხილავენ და გამართავენ დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე. ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ YouthDIG 2018 - ზე მისი მონაწილეები ერთმანეთს და ასევე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ფორუმში მონაწილეობენ, გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება უკეთესად იქნას გამოყენებული ინტერნეტი სახელმწიფოს მართვაში და არა მხოლოდ. „ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში ეს გამოცდილება ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას მოხმარდება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)