19:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 00:53:07, 1227 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი გაერთიანდება და სამოქმედო გეგმას 18:00 საათზე წარადგენს

საპროტესტო აქციების სამოქმედო გეგმა დღეს, 18:00 საათზე გახდება ცნობილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ზაზა სარალიძესთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს.

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა აქციაზე შეკრებილებს ერთად მიესალმნენ.

"მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და მთელი საქართველოსთვის. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რათა სისტემა დანგრეულიყო. ჩვენი შვილების მკვლელები უნდა დაისაჯონ. ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა," - აღნნიშნა სარალიძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ამ ქვეყანაში სისტემას ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და სწორედ ის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს.
„შევთანხმდით იმაზე, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილი ქვეყანას უნდა მოშორდეს და როდესაც მოშორდება, რეჟიმიც აღარ იარსებებს, სისტემაც აღარ იარსებებს, სამართლიანობა იქნება აღდგენილი და ეს ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას.

ეს არის ახალი ეტაპი, ეს არის მეორე ეტაპი, ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივა ბოლომდე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ბაჩუკი ქარდავას თქმით კი, მთავარი ამოცანა ზაზა სარალიძის მკვლელების დასჯაა.

„ეს ადამიანი მოვიდა, მესმის, რომ მძიმეა პროცესი, როდესაც ამდენ პროვოკაციას უძლებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები დაისაჯოს. ამიტომ, მოვიდა ეს ადამიანი და ჩვენ ბუნებრივია, მზად ვართ, გვერდით დავუდგებით. ჩვენ ვიდექით, როგორც მოქალაქეები მის გვერდით და მზად ვართ, უფრო მეტიც გავაკეთოთ“, – აღნიშნა ქარდავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics