01:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 17:29:45, 1152 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: საქმის დეტალებზე არ გვისაუბრია, რადგან ის პატრიარქია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი

"პატრიარქმა დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას უწმინდესთან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია.

"ოჯახთან ერთად ვიყავით პატრიარქთან ლოცვა-კურთხევისთვის. დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. დეტალებში ყველაფერი მოვუყევი, რასაც ამ დღეების განმავლობაში სხვებთან ვამბობ. საქმის დეტალებზე არ გვისაუბრია, რადგან ის პატრიარქია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძე საქართველოს პატრიარქს ცოტა ხნის წინ შეხმდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics