|
2018-06-02 17:17:59, 1970 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Gulf Air“ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია „Gulf Air", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, 19 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, „Gulf Air" ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა. ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა. „Gulf Air" ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)