|
2018-05-30 12:12:26, 1338 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
„სტარტაპ კვირეული", რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. „სტარტაპ" კვირეულმა შეიქმნა სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთ საქმიანობა და დაამყარეს საქმიანი კავშირები. 5 დღის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნენ ყველა შესაძლებლობას, რასაც მათ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალი უცხოელი მენტორებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიეღოთ. „სტარტაპ კვირეული" შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება. პროექტი თბილისის შემდეგ უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება. „სტარტაპ კვირეულის" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.startupweek.ge.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)