|
2018-05-30 12:05:42, 1226 ნახვა
ეკონომიკა
Fly Dubai ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს იწყებს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ ავიაკომპანია Fly Dubai პირდაპირი რეისების განხორციელებას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იწყებს. ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია Fly Dubai. "Fly Dubai საკმაოდ ბევრ რეისს ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შარშან დაემატა რეისები ბათუმის აეროპორტიდანაც, წელს კი უკვე Fly Dubai ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, შეუძლია ჩამოფრინდეს თბილისში და უკან გაფრინდეს ქუთაისიდან, ან ბათუმიდან, ან პირიქით. ვფიქრობთ, რომ მგზავრისთვის და ტურისტისთვის მსგავსი სერვისი ბევრად უფრო საინტერესო და მომგებიანი შეიძლება იყოს", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. ქუთაისი-დუბაის რეისზე ბილეთების შეძენა სასურველი ფასისა და თარიღის მიხედვით ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.flydubai.com/en/ არის შესაძლებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)