|
2018-05-30 11:16:16, 1140 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და ეკონომიკური რეალური სექტორის კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი მიმართულება, ხოლო არაპროფილური საქმიანობა უკვე გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობაც აქვს და განვითარების პერსპექტივაც“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც 29 მაისს ლონდონში, საფონდო ბირჟაზე კომპანია „ქართული კაპიტალის" პრემიურ ლისტინგში აქციების განთავსების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. „დღეს მოხდა საბანკო ჯგუფის პირველი სტრუქტურული დაყოფა. შედეგად, მივიღეთ ორი კომპანია, რომელიც არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში და გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ერთი კარგი ჯანმრთელი კომპანია ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული კაპიტალი" იქნება წარმატებული კომპანია. რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორში მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწევს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით ღირებულებას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „ასევე მინდა მოგახსენოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ცვლილებები შედის 2017 წლის დეკემბერში მიღებული კანონმდებლო პაკეტში. კერძოდ, საბანკო ჰოლდინგებთან მიმართებაში შემოვა დამატებითი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს საბანკო ჰოლდინგებს და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს იმისათვის, რომ რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)